пятница, 15 марта 2019 г.

ციფრული სტრატეგიების დანერგვა - შუალედური ანგარიში


სსიპ ქ. დუშეთის მე-2 საჯარო სკოლაში ახალი ციფრული სტრატეგიების დანერგვა
შუალედური ანგარიში
                                                                                                17/05/2019 წ.
2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრიდან ჩვენი სკოლა  ახორციელებს სასკოლო კვლევას, რათა დაადგინოს სკოლის ციფრული პოტენციალი, დაგეგმოს ამ მიმართულებით სკოლის განვითარების სტრატეგია  და  დანერგოს სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ციფრული ტექნოლოგიები. წარმოგიდგენთ კვლევის ჯგუფის შუალედურ ანგარიშს.
კვლევის პირველ ეტაპზე შევაგროვეთ საკვლევი საკითხის განსაზღვრის და პრობლემების იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები, გავაანალიზეთ  შედეგები და დავგეგმეთ სკოლის განვითარების  ციფრული სტრატეგია. გადავწყვიტეთ მოკლევადიან პერსპექტივაში სასწავლო პროცესში ფართოდ დაგვენერგა LearningApps-ის გამოყენება, რადგან ეს პროგრამა ნაცნობი იყო სკოლის რამდენიმე მასწავლებლისთვის. ამ პროგრამით მუშაობა სახალისოა მოსწავლეებისათვის,  მარტივი და ამავდროულად შედეგიანიც. ინოვატორ მასწავლებლებლებს, რომლებსაც ეს პროგრამა უკვე დანერგილია აქვთ საკუთარ პრაქტიკაში შევთავაზეთ სამუშაოდ ისეთი პროგრამები, როგორიცაა Kahoot-, Padlet-, Pliskers-, „ვსწავლობთ თამაშით“ და სხვა..
პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ დავიწყეთ ინტერვენციების განხირციელება.
პირველ რიგში, საჭიროდ მივიჩნიეთ მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების ამაღლება. დავაჯგუფეთ მასწავლებლები ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ინოვატორი მასწავლებლები მივამაგრეთ თითოეულ ჯგუფს და დავიწყეთ მუშაობა. პირველი შედეგებიც გვაქვს: სკოლაში ჩატარდა რამოდენიმე სამოდელო გაკვეთილი აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით. მასწავლებლები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ქმნიან და პრაქტიკაში იყენებენ ციფრული რესურსებს, ინოვაციური პრაქტიკის გაზიარების მიზნით ესწრებიან ერთმანეთს გაკვეთილებზე, იღებენ და აწვდიან უკუკავშირს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მუშაობა ყველა საფეხურზე მიმდინარეობს. ძალიან დაგვეხმარა ახალი სკოლის ფარგლებში ტექნოლოგიების ექსპერთთან თანამშრომლობა. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ჩვენი სკოლა თვითმსწავლელ ორგანიზაციად გადაიქცევა.
ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელი არის ელექტრონული ფოსტის მომხმარებელი, ნაწილი პარალელურად სარგებლობს edmodo-თი, ნაწილიც ბლოგის ავტორია. ისინი აქტიურად იყენებენ ქსელებს თანამშრომლობისათვის, აზიარებენ მათი საშუალებით საკუთარ გამოცდილებას. მე-5 - მე-12 კლასის მოსწავლეებსაც აქვთ ელ.ფოსტები. ნაწილი მასწავლებლების ადრეც იყენებდა ფოსტას მოსწავლეებთან კომუნიკაციისათვის, უგზავნიდნენ ბავშვებს მასალებს, ელექტრონილ რესურსებს. ეს პრაქტიკა იხვეწება და სულ მალე ყველა მასწავლებელი შეძლებს ციფრული სწავლების ეფექტურად ორკესტრირებას არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ მის გარეთაც. ვგეგმავთ მომავალში ამ მიზნით აქტიურად  გამოვიყენოთ პადლეტიც. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მუშაობა learningApps-ში, kahoot-ში და „ვსწავლობთ თამაშით“. ჩვენ ვნახეთ გაკვეთილები, რომლებშიც მოსწავლეები იყენებენ მათ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს (kahoot-ს), დაწყებითი კლასისი მოსწავლეები ქმნიან კომიქსებს და ანიმაციებს. ბავშვების მოტივაცია არის ძალიან მაღალი. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ამგვარი მუშაობისთვის კომფორტული ფიზიკური და ციფრული გარემოს შექმნის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვცდილობთ გავმართოთ კომპიუტერული ლაბორატორია, ხელს გვიშლის მუშაობაში გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მთელი სკოლის ტერიტორიაზე არა გვაქვს ინტერნეტზე წვდომა, არასაკმარისი ტექნიკური აღჭურვილობა დიდ პრობლემებს ქმნის მუშაობაში. ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებები. ვშიშობთ, რომ თუ ეს პრობლემა დროულად არ მოგვარდა ინოვაცია ინოვაციად დარჩება.
მუშაობა მიმდინარეობს ინოვაციების დანერგვის გრძელვადიან სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. სკოლის ლიდერების მოთხოვნით ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საგნობრივი კათედრები, ინოვატორი მასწავლებლები, ვითვალისწინებთ მოსწავლეების და მათი მშობლების აზრს. ამ გეგმის სამუშაო ვარიანტი სულ მალე გამოქვეყნდება სკოლის ბლოგზე და სასკოლო საზოგადოებას საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში. მომზადების პროცესშია სკოლის ბლოგზე ასატვირთი  ინოვაციური გაკვეთილებს გეგმები, შექმნილი ციფრული რესურსები თანდართული რეფლექსიებით. სკოლის ლიდერები მუდმივ მონიტორინგს უწევენ განხორციელებულ ცვლილებებს, აანალიზებენ მათ შედეგიანობას, რისთვისაც იყენებენ სანდო და საიმედო ინდიკატორებს და მონაცემთა მოგროვების და დამუშავების ინსტრუმენტებს. სასკოლო თათბირებზე მუდმივად განიხილება ცვლილებების დანერგვის შედეგიანობა, სკოლის ადმინისტრაცია საჯაროდ ასახელებს და მადლობას უცხადებს ციფრული სწავლების დანერგვაში აქტიურად მონაწილე მასწავლებლებს.
სკოლაში არსებული ქსელები მეტნაკლებად გამართულად ფუნქციონირებს. ამჯამად მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით. უსაფრთხოების რეგულაციები რეგულარულად მოწმდება. ელ-სწავლება მიმდინარეობს და ფართოვდება. რაც შეეხება ელექტრონული მოწყობილობების და საპრეზენტაციო საშუალებების ხელმისაწვდომობას, სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსწავლეების და მასწავლებლების უმრავლესობას ჯერ არ ეძლევა მათი რეგულარული გამოყენების  საშუალება . იგივე შეიძლება ითქვას ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ჩვენს სკოლაში.
ორიოდე სიტყვით გვინდა ვისაუბროთ მასწავლებელთა და მოსწავლეთა დაინტერესებაზე ციფრული სწავლების განვითარებით. აღინიშნება მოსწავლეების და მასწავლებლების მაღალი მოტივაცია.  სკეპტიკურად განწყობილი მასწავლებლებიც კი ინტერესით ადევნებებ თვალს სიახლეების განხორციელებას. პედაგოგები , რომლებმაც გამოიყენეს ან დანერგეს ციფრული სწავლების ინოვაციები საკუთარ პრაქტიკაში, საუბრობენ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий